العربية česky deutsch english español français ქართული हिन्दी hornjoserbsce italiano 日本語 中文 한국어 latviešu lietuvių norsk polski português русский slovenčina slovenščina suomi svenska ไทย українська

კლემენ პიკი

პოეტი, მწერალი, მთარგმნელი, მუსიკოსი

ბიოგრაფია

სლოვენელი ავტორი, მთარგმნელი და მუსიკოსი – კლემენ პიკი – დაიბადა კრანში (Kranj) 1973 წელს. როგორც პოეტი, ის გამოვიდა სლოვენიის ლიტერატურულ არენაზე თავისი პირველი კოლექციით Labas vakaras (“საღამო მშვიდობსა”, 1998). რომელსაც მოჰყვა Visoko in nagubano prapočelo (“მაღალი და დანაოჭებული თავდაპირველი საწყისი”, 2000) და Mojster v spovednici (“ოსტატი სააღმსარებლოში”, 2002). მისი რჩეული კოლექცია ითარგმნა პოლონურად Tych kilka słów, 2005, რომელსაც ერთვოდა ავტორის სიმღერების კრებულის დისკი) და სლოვაკურად (Pustovník a vlk, 2009); ის ასევე წერს წარმოდგენებს რადიოსთვის – Lahko noč, Matija Čop (ღამე მშვიდობისა, Matija Čop), რომელიც დაიდგა 1998 წელს; მოკლე მოთხრობებს – Pihalec (მინამბერი, 2007), ავტორია ლიტერატურული კრიტიკის – Stihi pod nadzorom (პოემები კონტროლს ქვეშ, 2004); თარგმნის პოლონურიდან და ლიტვურიდან – იოანე-პავლე II., ჯ. პილჩი: ს. პარულსკისი (Ioannes Paulus Secundus Magnus: J. Pilch; S. Parulskis); ავტორია ლიტვური ნოველების ანთოლოგიის Zgodbe iz Litve (“მოთხრობები ლიტვიდან”) და პოეზიის სრული კრებულის Czesław Miłosz – Zvonovi pozimi (“ზარები ზამთარში”, 2008). როგორც მომღერალმა, გიტარისტმა და ბენდ Žabjak Trio -ს სიმღერების უმეტესობის ავტორმა, კლემენ პიკმა გამოაქვეყნა ბევრი CD: Doktor piska počasni sving და Aristokrat (არისტოკრატი, 2004). მისი მნიშვნელოვანი წარმოდგენები საზღვარგარეთ დაიდგა შემდეგ ქალაქებში: კრაკოვში, გდანსკში, ვილნიუსში, ვარშავაში, კატოვიცაში, ჰელსინკში, ბრნოში, პრაღაში, კლაგენფურტში და ბრატისლავაში.